GEO
Home About the ITDEP E-services Contact
Corporate e-mail mail

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი მის ყველა სტუდენტს და თანამშრომლს უზრუნველოფოფს გუგლის კორპორატიული ელ. ფოსტით და მასტან დაკავშირებული სხვისებით სრულიად უფასოდ (მაგალითად: saxeli.gvari@gtu.ge).

სტუ-ს ელ ფოსტაზე შესასვლელად გადადით ბმულზე: https://mail.gtu.ge

 

ახალ-ჩარიცხული  სტუდენტებისათვის

ახალ ჩარიცხულ სტუდენტებს და მათ ვისაც ჯერ არ უსარგებლია მისთვის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მიერ გამოყოფილი ელ. ფოსტითელ, პირადი მონაცემების მისაღებად უნდა ეწვიონ ვებგვერდს: https://studinfo.gtu.ge

სტუდენტმა უნდა შეავსოს ვებგვერდზე მოცემული ველები და დააჭიროს შესაბამის ღილაკს.

ელექტრონულ ფოსტაში შესვლის შემდეგ რეკომენდირებულია სტუდენტი გადავიდეს ელ. ფოსტის ანგარიშის პარამეტრებში და შეავსოს დამატებითი ინფორმაცია კერძოდ, მობილურის ნომერი და პერსონალური ელ. ფოსტის მისამართი (არა – სტუ-ს ელ. ფოსტა). აღნიშნული ინფორმაცია მომავალში გამოყენებული იქნება სტუ-ს ელ ფოსტაზე პაროლის აღსადგენად, საჭიროების შემთხვევაში.

მონაცემების შესატანდ მიყევით ინსტრუქციას:

1. შედით თქვენს ელ ფოსტაზე და დააჭირეთ ღილაკს “Manage your Google Account”

2. გადავდივართ პერსონალური ინფორმაციის გვერდზე

3. პერსონალური ინფორმაციის გვერდზე  მოცემულია საკონტაქტო ინფორმაციის სექცია სადაც შეგვიძლია შევავსოთ ჩვენი მობილურის ნომერი და პირადი/აღდგენის ელ. ფოსტა.

4. მაგალითად, მობილური ნომრის შესავსებად ვაწვებით ისროვან ღილაკს. რომელიც გადაგვიყვენს შესაბამის გვერდზე სადაც დავაკლიკებთ – “Add new”

5. შეგვყავს მობილურის ნომერი, ვაკლიკებთ “Next” ღილაკს, ვაწვებით კოდის მიღებას, შეგვყავს მიღებული SMS კოდი და ამგვარად ვასრულებთ ნომრის დამატებას.

 

 

 

დაგავიწყდა ელ. ფოსტის პაროლი?

იმ შემთხვევაში თუ უკვე სარგებლობდით სტუ-ს კორპორატიული ელ. ფოსტით და თქვენს ელ. ფოსტის ანგარიშზე შეტანილი გაქვთ მობულურის ნომერი ან პირადი/Recovery ელ. ფოსტის მისამართი, შეგიძლიათ დამოუკიდებლად, მარტივი პროცედურის გავლით მიიღოთ ახალი პაროლი და დაიბრუნოთ წვდომა ექაუნთზე.

1. ვაკლიკებთ “Forgot password”

2. შეემდგომ, შეგვიძლია ავირჩიოთ ვერიფიკაციის სასურველი გზა (Recovery ელ. ფოსტით, მობილურის ნომრით ან სხვა). თუ ვერიფიკაციის რომელიმე გზა არაა თქვენთვის მისაღები, გვერდის მარჯვენა ქვედა მხარეს შეგიძლიათ დააკლიკოთ “Try another way”. და ამგვარად აირჩიოთ სასურველი გზა. მაგალითად ტელეფონის ნომრით ვერიფიკაცია, ვირჩევთ ვერიფიკაციის კოდის ტექსტურად ან ხომავანი შეყფობინების სახით მიღებას და შესაბამისად ველოდებით SMS შეტყობინებას და ანდ ზარს Google-დან

3. შეიტანეთ მობილურზე მოირებული კოდი მოცემულ ველში და გადადით შემდეგზე

4. დააკლიკეთ “Update Password”

5. ეგვყავს ახალი პაროლი და ვაკლიკებთ პაროლის დამახსოვრებას.

 

ყვლავ ვერ ახერხებთ ელ ფოსტით სარგებლობას?

თუ არ გაქვთ შევსილი Recovery email ან მობილური ნომერი სტუ-ს ელ. ფოსტის ანგარიშის პარამეტრებში, რის გამოც შეუძლებელია ექაუნთზე წვდომის დამოუკიდებლად დაბრუნება, შეგიძლიათ პერსონბალური ელექტრონული ფოსტის საშუალებით გამოაგზავნოთ თქვენი პირადი მონაცემები ელ. ფოსტისდ მისამართზე recover@gtu.ge. მეილის სათაურის ველში (subject) აუცილებლად მიუთითეთ ფრაზა “პაროლის აღდგენა”.
წერილი აუცილებლად უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:
1. სახელი (ქართულად)
2. სახელი (ინგლისურად)
3. გვარი (ქართულად)
4. გვარი (ინგლისურად)
5. პირადი ნომერი
6. სტუ მიერ გაცემული ელექტრონული ფოსტის მისამართი
7. ადმინისტრაციული ერთეულის ან ფაკულტეტის დასახელება
8. მობილური ნომერი
გახსოვდეთ, თუ ელ. შეტყობინების გამოგზავნისას რომელიმე ზემოთ აღნიშნული კომპონენტი არ იქნება მოწოდებული, მეილის აღდგენა ვერ განხორციელდება.