საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი თავის თანამშრომლებს, სტუდენტებს და ვიზიტორებს სთავაზობს უსადენო Wi-Fi სერვისს.
სტუ-ს ყველა სასწავლო და სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტების კორპუსები დაფარულია უსადენო კორპორატიული Wi-Fi ქსელური ინფრასტრუქტურით.
ქსელში ჩართულია 250-ზე მეტი უსადენო ქსელური წვდომის წერტილი, რომელიც ფარავს უნივერსიტეტის შენობების დიდ ნაწილს, სასწავლო აუდიტორიებს, დერეფნებს, ბიბლიოთეკებს, შიდა ეზოებს და სხვა სასწავლო-კვლევით ოთახებს.
უნივერსიტეტში გაშვებულია ოთხი WIFI ქსელი:
- GTU GUEST – უნივერსიტეტის სტუმრებისთვის;
- GTU STUDENTS – სტუდენტებისთვის;
- GTU STAFF – უნივერსიტეტის თანამშრომლებისა და აკადემიური პერსონალისთვის;
- eduroam – უსადენო როუმინგ ქსელი
სტუ-ს თანამშრომლებს შეუძლიათ ისარგებლონ WIFI როუმინგ სერვისით.
Eduroam (“განათლების როუმინგი”) არის უსაფრთხო, მსოფლიო მასშტაბით როუმინგული წვდომის სერვისი, რომელიც შემუშავებულია საერთაშორისო კვლევისა და განათლების საზოგადოებისთვის. სერვისი საშუალებას აძლევს სტუდენტებს, მკვლევარებს და პქარტნიორი დაწესებულებების პერსონალს, მიიღონ ინტერნეტ კავშირი კამპუსებში სხვა პარტნიორი დაწესებულებებში ვიზიტისას.
დაწვრილებითი ინფორმაციისთვის გადადით ბმულზე: https://network.gtu.ge/ka/eduroam-education-roaming/