GEO
Home About the ITDEP E-services Contact
VPN სერვისი

ვირტუალური პირადი ქსელის (VPN) სერვისი ხელმისაწვდომია ყველა პერსონალისთვის, სტუდენტისთვის და ავტორიზებული კონტრაქტორებისთვის.

თქვენ შეგიძლიათ დაამყაროთ უსაფრთხო კავშირი ჩვენს ქსელთან უნივერსიტეტის გარედან. ეს ნიშნავს, რომ თქვენს კომპიუტერსა და უნივერსიტეტის ქსელს შორის გამავალი მონაცემები დაცულია, რადგან ის მკაცრად დაშიფრულია.

უნივერსიტეტის რესურსების უმეტესობას არ სჭირდება VPN კავშირი, რადგან ისინი ხელმისაწვდომი და დაცულია სხვა გზებით, როგორიცაა ორი ფაქტორიანი ავთენტიფიკაციით. მაგალითად, შეგიძლიათ წვდომა ელფოსტაზე, და სხვა სტუდენტურ სერვისებზე ონლაინ VPN-ის გარეშე.

როდესაც გჭირდებათ VPN-ის გამოყენება

თუ თქვენი კომპიუტერი არ არის დაკავშირებული უნივერსიტეტის ქსელთან, მაგრამ გსურთ გარკვეულ რესურსებზე წვდომა, შეიძლება დაგჭირდეთ VPN კავშირის დამყარება. მაგალითად, შეიძლება დაგჭირდეთ VPN-ის გამოყენება, თუ:

  • სახლიდან მუშაობის დროს
  • მოგზაურობის დროს
  • მუშაობა დისტანციური საიტიდან
  • ასევე შეიძლება დაგჭირდეთ VPN უნივერსიტეტის შიდა რესურსებზე წვდომისას, რომლებიც საჯაროდ არ არის ხელმისაწვდომი ინტერნეტის საშუალებით.

VPN სერვისის მისაღებად საჭიროა
თქვენ იყოთ:

  • თანამშრომელი
  • აკადემიური პერსონალი
  • სტუდენტი
  • უფლებამოსილი კონტრაქტორი.

VPN სერვისის სარგებლობისთვის საჭიროა :
დააინსტალიროთ VPN კლიენტის პროგრამული უზრუნველყოფა (მოცემულია ინსტალაციის ინსტრუქციაში)
შეხვიდეთ თქვენი მომხმარებლის სახელის და პაროლის გამოყენებით
გქონდეთ აქტიური ინტერნეტ კავშირი

როგორ მივიღო VPN სერვისის პარამეტრები?

პარამეტრების მისაღებად თქვენი სტუ-ს ელ. ფოსტის ანგარიშიდან გამოაგზავნოთ თქვენი პირადი მონაცემები ელ. ფოსტის მისამართზე its@gtu.ge. მეილის სათაურის ველში (subject) აუცილებლად მიუთითეთ ფრაზა “VPN სერვისის მიღება”.

წერილი აუცილებლად უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:

1. სახელი (ქართულად)
2. სახელი (ინგლისურად)
3. გვარი (ქართულად)
4. გვარი (ინგლისურად)
5. პირადი ნომერი
6. სტუ მიერ გაცემული ელექტრონული ფოსტის მისამართი
7. ადმინისტრაციული ერთეულის ან ფაკულტეტის დასახელება
8. მობილური ნომერი
გახსოვდეთ, თუ ელ. შეტყობინების გამოგზავნისას რომელიმე ზემოთ აღნიშნული კომპონენტი არ იქნება მოწოდებული, მეილის აღდგენა ვერ განხორციელდება.

ვერ ახერხებთ პროდუქტის მიღებას?

დაგვიკავშირდით
მისამართი: ქ. თბილისი, კოსტავას 77, სტუ-ს VI კორპუსი, 403ა ოთახი.
ტელეფონი: 0322 771 111/8080