საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პერსონალს, სხვადასხვა კომპიუტერული ტექნიკური ხარვეზების შემთხვევაში შეუძლიათ ისარგებლონ დისტანციური დახმარებით.
დისტანციური დახმარების მისაღებად საჭიროა, თქვენს კომპიუტერულ მოწყობილობაზე IT მხარდაჭერისათვის განკუთვნილი, ღია კოდის მქონე პროგრამული უზრუნველყოფის RustDesk დაყენება. არნიშნული პროგრამა საშუალებას მისცემს ჩვენი IT ჯგუფის წარმომადგენელს განახორციელოს დისტანციური წვდომა თქვენს მოწყობილობაზე.
აღნიშნული პროგრამული უზრუნველოფის მისაღებად დააკლიკეთ ქვემოთ მოცემულ ღილაკს და მიყევით ინსტრუქციას:
გადმოწერა
RustDesk არ საჭიროებს ინსტალაციას და სხვა დამატებით ნაბიჯებს – თქვენ შეიგიძლიათ უბრალოდ გახსნათ გადმოწერილი პროგრამა მასზედ ორჯერ დაკლიკებით
პროგრამის გახსნის შემდეგმ ეკრანზე დაინახავთ თქვენი მოწყობილობის უნიკალურ ID-ს და ერთჯერად პაროლს რომელიც, უნდა გაუგზავნოთ ჩვენს IT მხარდაჭერის სპეციალისტს ელექტრონული ფოსტის მისამართზე its@gtu.ge ან გადასცეთ ზეპირი კომუნიკაციის გზით.
მნიშვნელოვანია რომ თქვენი კომპიუტერი მოწყობილობა დაკავშირებული იყოს ინტერნეტ ქსელთან.
ყურადღება მიაქციეთ პროგრამის სტატუს (Ready) რომელიც მწვანედაა შემოხაზული ქვემოთ მოცემულ ფოტოზე:
RustDesk: https://rustdesk.com/
კონტაქტი: its@gtu.ge
ცხელი ხაზი 0322 771 111/8080