ENG
მთავარი ჩვენს შესახებ ელექტრონული სერვისები კონტაქტი
კორპორატიული ელ. ფოსტა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი მის სტუდენტებს და თანამშრომლებს უზრუნველყოფს კორპორატიული ელ. ფოსტით და მასთან დაკავშირებული სერვისებით gtu.ge დომეინის ქვეშ.

მაგალითად: saxeli.gvari@gtu.ge

სტუ-ს ელ. ფოსტაზე შესასვლელად გადადით ბმულზე: http://mail.gtu.ge

 

მოქმედ სტუდენტთა და თანამშრომელთათვის

ვერ ახერხებთ ელ. ფოსტის პაროლის დამოუკიდებლად აღდგენას? დააკლიკეთ აქ

 

ახლად-ჩარიცხულ  სტუდენტთათვის 

ახლად ჩარიცხულ სტუდენტებს და მათ ვისაც ჯერ არ უსარგებლია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მიერ გამოყოფილი ელ. ფოსტით, პირადი მონაცემების მისაღებად უნდა ეწვიონ ვებგვერდს: https://studinfo.gtu.ge

სტუდენტმა უნდა შეავსოს ვებგვერდზე მოცემული ველები და დააჭიროს შესაბამის ღილაკს.

 

ელექტრონულ ფოსტაში შესვლის შემდეგ რეკომენდირებულია სტუდენტი გადავიდეს ელ. ფოსტის ანგარიშის პარამეტრებში და შეავსოს დამატებითი ინფორმაცია კერძოდ, მობილურის ნომერი და პერსონალური ელ. ფოსტის მისამართი (მის პირად სარგებლობაში არსებული ელ. ფოსტა). აღნიშნული ინფორმაცია, საჭიროების შემთხვევაში. გამოყენებული იქნება სტუ-ს ელ ფოსტაზე პაროლის აღსადგენად, მონაცემების შესატანდ მიყევით ინსტრუქციას:

 

1. შედით თქვენს ელ. ფოსტაზე და დააჭირეთ ღილაკს “Manage your Google Account”

 

2. გადადით პერსონალური ინფორმაციის გვერდზე

3. უსაფრთხოების გვერდზე  მოცემულია  სექცია, სადაც შეგიძლიათ დაამატოთ თქვენი მობილურის ნომერი და პირადი/აღდგენის ელ. ფოსტა. დააკლიკებთ ADD RECOVERY Phone, შეიყვანეთ თქვენი მობილური ნომერი და დააჭირეთ კოდის მიღებას

4. შეგვყავს sms შეტყობინების სახით მიღებული უსაბრთხოების კოდი და აკლიკებთ ვერიფიკაციას, შემდგომ კი თქვენი ნომერი დაემატება როგოერც Recovery Phone.

დაგავიწყდა ელ. ფოსტის პაროლი?

იმ შემთხვევაში თუ უკვე სარგებლობდით სტუ-ს კორპორატიული ელ. ფოსტით და თქვენს ელ. ფოსტის ანგარიშზე შეტანილი გაქვთ მობულურის ნომერი ან პირადი/Recovery ელ. ფოსტის მისამართი, შეგიძლიათ დამოუკიდებლად, მარტივი პროცედურის გავლით მიიღოთ ახალი პაროლი და აღადგინოთ წვდომა ექაუნთზე.

1. ვაკლიკებთ “Forgot password”

2. შემდგომ, შეგვიძლია ავირჩიოთ ვერიფიკაციის სასურველი გზა (Recovery ელ. ფოსტით, მობილურის ნომრით ან სხვა). თუ ვერიფიკაციის რომელიმე გზა არაა თქვენთვის მისაღები, გვერდის მარჯვენა ქვედა მხარეს შეგიძლიათ დააკლიკოთ “Try another way” და ამგვარად აირჩიოთ სასურველი გზა. მაგალითად ტელეფონის ნომრით ვერიფიკაცია. ვირჩევთ ქვეყანას და შეგვყავს მობილურის ნოიმერი.

3. შეიტანეთ მობილურზე მიღებული კოდი მოცემულ ველში და გადადით შემდეგზე

4. დააკლიკეთ “Update Password”

5. შეიტანეთ ახალი პაროლი და დააკლიკეთ დამახსოვრაბს

კვლავ ვერ ახერხებთ ელ ფოსტით სარგებლობას?

იმ შემთხვევაში თუ არ გავთ შევსებული Recovery email ან მობილური ნომერი სტუ-ს ელ. ფოსტის ანგარიშის პარამეტრებში, რის გამოც შეუძლებელია ექაუნთზე წვდომის დამოუკიდებლად დაბრუნება, შეგიძლიათ პერსონალური ელექტრონული ფოსტის საშუალებით გამოაგზავნოთ თქვენი პირადი მონაცემები ელ. ფოსტის მისამართზე recover@gtu.ge. მეილის სათაურის ველში (subject) აუცილებლად მიუთითეთ ფრაზა “პაროლის აღდგენა”.
წერილი აუცილებლად უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:
1. სახელი (ქართულად)
2. სახელი (ინგლისურად)
3. გვარი (ქართულად)
4. გვარი (ინგლისურად)
5. პირადი ნომერი
6. სტუ მიერ გაცემული ელექტრონული ფოსტის მისამართი
7. ადმინისტრაციული ერთეულის ან ფაკულტეტის დასახელება
8. მობილური ნომერი
გახსოვდეთ, თუ ელ. შეტყობინების გამოგზავნისას რომელიმე ზემოთ აღნიშნული კომპონენტი არ იქნება მოწოდებული, მეილის აღდგენა ვერ განხორციელდება!