საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი თავის თანამშრომლებს, სტუდენტებს და ვიზიტორებს სთავაზობს უსადენო Wi-Fi სერვისს.
სტუ-ს ყველა სასწავლო და სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის კორპუსი დაფარულია უსადენო კორპორატიული Wi-Fi ქსელით.
ქსელში ჩართული 250-ზე მეტი უსადენო ქსელური წვდომის წერტილი ფარავს უნივერსიტეტის შენობების დიდ ნაწილს, სასწავლო აუდიტორიებს, სასწავლო-კვლევით ოთახებს, დერეფნებს, ბიბლიოთეკებს და შიდა ეზოებს.
უნივერსიტეტში გაშვებულია ოთხი WI-FI ქსელი:
- GTU GUEST – უნივერსიტეტის სტუმრებისთვის;
- GTU STUDENTS – სტუდენტებისთვის;
- GTU STAFF – უნივერსიტეტის თანამშრომლებისა და აკადემიური პერსონალისთვის;
- eduroam – უსადენო როუმინგ ქსელი
სტუ-ს თანამშრომლებს შეუძლიათ ისარგებლონ WIFI როუმინგ სერვისით.
Eduroam (განათლების როუმინგი) არის მსოფლიო მასშტაბით როუმინგული წვდომის სერვისი, რომელიც შემუშავებულია საერთაშორისო კვლევისა და განათლების საზოგადოებისთვის. სერვისი საშუალებას აძლევს სტუდენტებს, მკვლევარებს და პროფესორ მასწავლებლებს, მიიღონ ინტერნეტ კავშირი კამპუსებში სხვა პარტნიორი დაწესებულებებში ვიზიტისას.
დაწვრილებითი ინფორმაციისთვის გადადით ბმულზე: https://it.gtu.ge/ka/services/4227/eduroam-education-roaming/