ENG
მთავარი ჩვენს შესახებ ელექტრონული სერვისები კონტაქტი
2 საფეხურიანი ავთენტიფიკაციის გააქტიურება სტუ-ს ელექტრონულ ფოსტაზე

რა არის ორმაგი ავთენტიფიკაცია და რატომ უნდა გამოიყენოთ იგი?

ორმაგი ავთენტიფიკაცია (2FA) უსაფრთხოების დამატებითი ფენაა, რომელიც იცავს თქვენს ანგარიშს არასანქცირებული წვდომისგან. ორმაგი ავთენტიფიკაციის ჩართვის შემდეგ, ელ. ფოსტაში შესვლისას მიიღებთ ერთჯერად კოდს თქვენს მობილურ მოწყობილობაზე SMS შეტყობინების სახით.

 

რატომ არის ეს მნიშვნელოვანი?
ორმაგი ავთენტიფიკაცია მნიშვნელოვნად ამცირებს ელ. ფოსტის გატეხვის რისკს, რადგან მხოლოდ პაროლის ცოდნა აღარ იქნება საკმარისი თქვენს ელ. ფოსტის ანგარიშში შესასვლელად.

 

სტუ-ს ელექტრონულ ფოსტაზე ორმაგი ავთენტიფიკაციის გასააქტიურებლად, იხილეთ დეტალური ინსტრუქცია ქვემოთ მოცემულ ბმულზე:
სტუ-ს ელექტრონულ ფოსტაზე (e-mail) ორმაგი ავთენტიფიკაციის ჩართვის ინსტრუქცია

 

დამატებით დახმარების საჭიროების შემთხვევაში შეგიძლიათ მიმართოთ თქვენი ფაკულტეტის დეკანატს ან შეავსეთ სპეციალური ფორმა:

სპეციალური ფორმა