ENG
მთავარი ჩვენს შესახებ ელექტრონული სერვისები კონტაქტი

Eduroam (education roaming) არის, მსოფლიოს მასშტაბით ინტერნეტ როუმინგის დაცული სერვისი – შექმნილი სამეცნიერო და საგანმანათლებლო საზოგადოებისთვის. საგანმანათლებლო როუმინგი ხორციელდება მომხმარებლის ინფორმაციის (სახელი და პაროლი) შემოწმებით მის ორგანიზაციაში განთავსებულ RADIUS სერვერზე.
eduroam-ი ხელმისაწვდომია მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ასვე შეგიძლიათ იხილოთ, თითოეულ ქვეყანაში თუ რა ტერიტორიაზეა ხელმისაწვდომი eduroam-ი

eduroam-თან დაკავშირება შესაძლებელია მარტივად მომხმარებლის სახელის და პაროლის შეყვანით. კავშირთან დაკავშირებული პრობლემის შემთხვევაში არსებობს ვებ-გვერდი cat.eduroam.org, სადაც შეგიძლიათ შეხვიდეთ, მოძებნოთ თქვენი ორგანიზაცია (ამ შემთხვევაში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი) და გადმოწეროთ საინსტალაციო ვერსია თქვენთვის საჭირო ოპერაციული სისტემისთვის

იხილეთ EDUROAM CAT-ის დეტალური დაყენების ინსტრუქციები:

მომხმარებლის სახელს და პაროლის მისაღებად მიმართეთ სტუ-ს ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტს
მისამართი: ქ. თბილისი, კოსტავას 77, სტუ-ს VI კორპუსი, 406ა ოთახი.
ტელეფონი: 0322 771 111/8080
ელ ფოსტა its@gtu.ge